Skip to main content

Posts

Showing posts from 2018

მეცხრე დღე

                 შ . პ . ს .  N I  სკოლის   დაწყებითი   განათლების   პედაგოგის                                            თამარ   გეწაძის   რეფლექსია            ტრენინგმა „პროექტებით სწავლება და ისტის ინტეგრირება“ ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაიარა. მნიშვნელოვანი იყო ის რომ გავეცანით პროგრამა viewer ნავიგაციას და ვისწავლეთ მასში მუშაობის ძირითადი პრინციპები.დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და ტრენინგის ბოლოს შევძელით დაგვესრულებინა კიდეც. წარმატებით ჩაიარა პრეზენტაციამაც. პროექტის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობდა საინტერესოდ. შევისწავლეთ ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პუბლიკაციის შექმნა,   ბლოგზე მუშაობა. გვერდების ჩამატება. დიზაინის შექმნა. გაჯეტების დამატება .~         ...

მერვე დღე

               შ . პ . ს .  N I სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის                                           თამარ გეწაძის რეფლექსია           ტრენინგის მე რვე   დღე ს ისევ გავაგრძელეთ საუბარი დიფერენცირებულ სწავლებაზე, ასევე ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე.          განვიხილეთ   სასწავლო პროექტის საჭირო რესურსების განხილვაზე, და ჩავწერეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო რესურსების ჩამონათვალი.   ჩვენი საქარალდე გავათავისუფლეთ ზედმეტი ფაილებისგან. ბოლოს ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე.

დღე მეშვიდე

               შ . პ . ს .  N I სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის                                           თამარ გეწაძის რეფლექსიამე           ტრენინგის მეშვიდე დღე ს განვიხილეთ საშინაო დავალება. ვისაუბრეთ თუ რა სირთულეებს წავაწყდის დავალების შესრულებისას.          ამის შემდეგ   გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია შევავსეთ ჩვენი შეხედულებისამებრ.             ვისაუბრეთ პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. ამის შემდეგ გავხსენით ვორდის დოკუმენტი პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი და მოვალმეთ.             გავიარეთ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი.      ...

მეექვსე დღე

               შ . პ . ს .  N I სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის                                           თამარ გეწაძის რეფლექსიამე           ტრენინგის მეექვსე დღე ს გავაგრძელეთ პრეზენტაციაზე მუშაობა. შევედით საქაღალდეში „ მოსწავლის ნამუშევარი და გავხსენით ტანმიმდევრობით პრეზენტაციის შაბლონი, გაზეთის შაბლონი და ბროშურის შაბლონი. განვიხილეთ პრეზენტაციის მომზადებისთვის საჭირო ნაბიჯები.   შევცვალე პრეზენტაციის შაბლონი და მოვარგე ჩემს პროექტს.        ჩამოვტვირთეთ და დავამუშავეთ   ბროშურისა და გაზეთის საბლონი, მოვარგეთ პროექტს და ავტვირთეთ დრაივზე.       დავიწყეთ ბლოგზე მუშაობა. გვერდების ჩამატება. დიზაინის შექმნა. გაჯეტების დამატება      პროექტის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება. ...

მეხუთე დღე

       შ.პ.ს. N I სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის თამარ გეწაძის რეფლექსია         ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით. ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დრევანდელი დღის გეგმა. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე და ჩავაშენეთ ბლოგში.         ასევე მოვიძიეთ და ავტვირთეთ ვიდეო რესურსი. განვიხილეთ საავტორო უფლებების თემა. საავტორო უფლებების შაბლონში ჩავსვით ჩვენს მიერ გამოყენებული ფოტოების ვებ მისამართები.         ტრენინგის ბოლოს მოგვეცა საშინაო დავალება წავიკითხოთ რესურსებში მოთავსებული სლაიდი „ საავტორო უფლებების ქაოსი.

პროექტის პრეზენტაცია

დღე მეოთხე

                      შ . პ . ს .  N I სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის                                     თამარ გეწაძის რეფლექსიამე           ტრენინგის მეოთხე   დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით . ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დრევანდელი დღის გეგმა .          ვისაუბრეთ   მოსწავლეთა დაწყვილების რა მეთოდებს ვიყენებთ . გავხსენით ფაილი „მოსწავლეთა დაწყვილება“ წავიკითხეთ აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისთვის და ავირჩიეთ ჩვენთვის მისაღები ვარიანტი.        შემდეგი აქტივობა იყო მსჯელობა თუ რა მეთოდებს ვიყენებთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენისთვის.გამოვყავით ორი ძირითადი ვარიანტი: დაკვირვება და შემოწმება.       შემდეგი აქტივობა იყო „კავშირი, დაკვირვება, ინტერესი“.   ჩამოვტვირთეთ ინტერნეტიდან ფო...

მესამე დღე

                        შ.პ.ს.  N I სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის                                              თამარ გეწაძის რეფლექსიამე            ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით. ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დრევანდელი დღის გეგმა.            განვიხილეთ ორი სლაიდი. პროექტზე დაფუძნებული სწავლება-გავშიფრეთ მასში შემადგენელი კომპონენტები. ვისაუბრეტ სასწავლო პროექტის მნიშვნელობაზე. დეტალურად განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა, მიზანი, წარდგენა, შეფასება.            დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. დავაკოპირეთ ესგ-დან სტანდარტები. გადავიტანეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები სტანდარტების გრაფაში.            დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები....

დღე მეორე

                    შ.პ.ს. N I სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგის                                        თამარ გეწაის რეფლექსია        ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ  განსახილველი თემების გაცნობით.  ამის შემდეგ ჩამოვტვირთეთ საქაღალდე რომელიც ტრენერმა მაილზე გადმოგვიგზავნა. ამ საქარალდეში მოთავსებული იყო ყველა საჭირო მასალა. დავიწყეთ ამ მასალების გარჩევა.        ვისაუბრეთ პროექტის დაწყების წინ საჭირო ნაბიჯების გადადგმასა და საჭირო პროცედურებზე. განვიხილეთ თუ ვის უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, როდესაც ვაპირებთ პროექტის დაწყებას და რა ფორმით შეიძლება ეს ინფორმაციის მიწოდება.          თაბახის ფურცელზე შევქმენით სამ გვერდიანი "საინფორმაციო პუბლიკაცია"          word პროგრამაში შევქმენით პუბლიკაცია. ვისწავლეთ ფურცლის გადაბრუნება, კოლონებად დაყოფ...

დღე პირველი

შ.პ.ს. N 1 სკოლის, დაწყებითი კლასის პედაგოგის, თამარ გეწაძის რეფლექსია.        ტრენინგის დაწყებისთანავე ტრენერმა წარმოგვიდგინა თავი და გაგვაცნო ტრენინგის გეგმა. ამის შემდეგ მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს და მოგვეცა საშუალება სახალისო აქტივობით დაგვეხასიათებინა საკუთარი თავი.        გავეცანით პროგრამა viewer ნავიგაციას  და მასში მუშაობის ძირითად პრინციპებს. წავიკითხეთ რვავე მოდული და მოვინიშნეთ 2 ჩვენთვის ყველაზე მისაღები აქტივობა.             გამოვყავით 21-ე საუკუნის აუცილებელი უნარჩვევები მოსწავლეებში და მასში 5 ჩვენთვის ყველაზე  საინტერესო საკითხი გავაფერადეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს.              გავეცანით პროექტის შემადგენელ საქაღალდეებსა დადოკუმენტებს. ვნახეთ პროექტის ნიმუში " რომეო და ჯულიეტა".       ბოლოს  დავრეგისტრირდით ბლოგზე. ტრენერმა ასევე მოგვცა სახლში სამუშაო, წავიკითხოთ ერთ-ერთი პროექტი.      ვთვლი რომ ტრენინგის პი...