„ საახალწლო კარნავალი “ 2019 წლის 26 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. მონაწილეობას იღებდნენ ნიღბების თეატრის მსახიობები და მესამე კლასის მოსწავლეები. ღონისძიება იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი. დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ერთმანეთს. თოვლის ბაბუამ ბავშვები დაასაჩუქრა ტკბილეულით.