Thursday, June 25, 2020

პირველი კლაისი დამთავრება


ონლაინ სწავლების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად მოსწავლეებს დისტანციურად გადავეცი სიგელები.
დავამზადე ვიდეო რგოლი,  სადაც თავმოყრილია პირველი კლასიდან დღემდე გადაღებული ფოტოები .







დედაენის დღე

ვისაუბრეთ ჩვენ მშობლიურ ენაზე, დედაენის წიგნსა და მის ავტორზე.  გავაცანი დედაენის დღის დაწესების ისტორია. წავიკითხეთ დედაენაზე შექმნილი ლექსები, მოვისმინეთ სიმღერები. 
მოსწავლეების დიდი მონდომებითა და მშობელთა დახმარებით შევქმენით  ვიდეო რგოლი ამ დღის საპატივცემულოდ. 

საათის დანიშნულება

ვიმსჯელეთ რა არის დაათი, როგორი საათი უნახავთ მათ და რაში ჭირდება ადამიანს იგი? რას გვიჩვენებს ის? რა მოხდებოდა სამყაროშ საათი რომ არ არსებობდეს?
მოსწავლეებს წავუკითხე დიდაქტიკური ზღაპარი "საათი " . გავარჩიეთ მოთხრობა კითხვების მიხედვით, და დაასურათეს იგი. 

მოსწავლეებმა ფერადი ფურცლების მეშვეობით დაამზადეს საათები :




ტყუილის მავნე ზეგავლენა

მოსწავლეებს ვესაუბრე ტყუილის მავნე ზეგავლენაზე. იმაზე თუ რა შეიძლება მოუტანოს ტყუილმა ადამიანს და მის გარშემომყოფებს.
ვუყურეთ სპექტაკლს ცრუპენტელა

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები  ციფრული რესურსის ვსწავლობთ თამაშის მეშვეობით. გიჩვენებთ რამოდენიმე მათგანს :




კითხვის საათი

მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა "კეთილი მეგობრები " ისაუბრეს რა არის სიკეთე, მეგობრობა. როგორია კარგი მეგობარი. შექმნეს ნახატები მოთხრობის მიხედვით , მათთვის  სასურველ სიუჟეტზე.


Wednesday, January 8, 2020

„საახალწლო კარნავალი“


                                                      საახალწლო კარნავალი
2019 წლის 26 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. მონაწილეობას იღებდნენ ნიღბების თეატრის მსახიობები და მესამე კლასის მოსწავლეები. ღონისძიება იყო  ძალიან ლამაზი, მხიარული და ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი. დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ერთმანეთს. თოვლის ბაბუამ ბავშვები დაასაჩუქრა ტკბილეულით.





"ნიღბების თეატრში"




                                                      "ნიღბების თეატრში"
2019 წლის 18 ნოემბერს, მე-3(გ) კლასი სტუმრად იყო ნიღბების თეატრში, სპექტაკლზე "ბურატინოს თავგადასავალი". სპექტაკლი იყო საინტერესო. ბავშვები კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ. ასეთი სპექტაკლები ხელს უწობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას. სკოლაში დაბრუნებულებმა განვიხილეთ სპოექტაკლი და მოსწავლეებმა გამოყვეს მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი მომენტები.

„ მეგობრობა“


                                                              „ მეგობრობა“
მოსწავლეებს ვესაუბრე  მეგობრობის შესახებ, მოვუსმინეთ ლექსს და სიმღერას მეგობრობაზე. განვასხვავეთ ერთმანეთისგან მეგობარი და ნაცნობი, ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება უბრალო ნაცნობობა გადაიზარდოს მეგობრობაში. ვიმსჯელეთ ფრაზაზე „ერთადერთი გზა, გყავდეს მეგობარი, არის, თავად იყო მეგობარი.“

„რას ნიშნავს იყო პირველკლასელი“


                                                „რას ნიშნავს იყო პირველკლასელი“

ჯგუფის წევრების უკეთ გაცნობის და ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით ჩავატარე საუბარი „ რას ნიშნავს იყო პირველკლასელი“. გავაცანი დღის რეჟიმი და სკოლაში ქცევის წესები, მოვალეობები, რომელიც საჭიროა ყველა მოსწავლისათვის. საუბარი იყო ძალიან საინტერესო. ჩართული იყო ყველა მოსწავლე. გაიგეს სკოლაში ქცევის წესები, რომელსაც უნდა იცავდეს ყველა ბავშვი.